Sunday, December 9, 2012

ყავა



ყავა — სასმელი (უმეტესად ცხელი), მზადდება ყავის ხის მოხალული მარცვლებისგან.კოფეინის შემცვლელობის გამო მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს.
სიტყვა ყავა მომდინარეობს კაფა–დან — ეთიოპიის სამხრეთ–დასავლეთი ოლქის სახელწოდებიდან, სადაც ლეგენდის თანახმად პირველად აღმოაჩინეს ამ მცენარის მატონიზირებელი თვისებები.
არსებობს ყავის მარცვლების ორი ტიპი: არაბიკა – ტრადიციული ყავა, ითვლება უფრო გემრიელად, და რობუსტა – კოფეინით გაჯერებული, მომჟავო, გამოიყენება ხსნადი ყავისდასამზადებლად.

ყოველდღიურად მსოფლიოში 1,5 მლრდ ფინჯან ყავას სვამენ. ევროპაში ყველაზე მეეტ ყავას ფინელები და ნორვეგიელები მიირთმევენ.
დღესდღეობით, 70 სახეობის ყავა არსებობს, მათგან ყველაზე პოპულარულია: “რობუსტი” და “არაბიკა”.
თავდაპირველად ყავას მარცვლებისგან ხარშავდნენ. შემდეგ მისი დაფქვა ისწავლეს. 1554 წელს პირველი ყავახანები სტამბოლში გაიხსნა. სირიელები ახალადაფქულ და მოხარშულ ყავას არომატისთვის მიხაკსა და ილს უმატებდნენ.
ყველაზე ძვირადღირებული ფინჯანი ყავას იაპონიაში მოგართმევენ. იამაიკური რომით შეზავებული Jamaica Blue Mountain 30 ევრო ღირს. 1940 წლიდან იაპონიაში ყავას ყინულით მიირთმევენ. ამომავალი მზის ქვეყანაში ყავახანს Kissaten ჰქვია. იაპონიაში 1-ელი ოქტომბერი ყავის დღედაა გამოცხადებული.
ფრანგები დილაობით დიდი ჭიქით სვამენ რძიან ყავას, იტალიელები – მაგარ რისტრეტოს. ამერიკელები Starbucks-ის ყავახანებში 2 ჭიქა ამერიკანოს მიირთმევენ, 3 ჭიქის ოდენობა კი თან მიაქვთ. არაბები დილის 4 საათზე ქვუშუს გაცხელებას იწყებენ, სპილენძის ჯეზევში არომატული ყავის მოსახარშად.
ძველად მიიჩნევდნენ, რომ ყავა ძალასმატებდა, ფილოსოფოსები კი – სიბრძნეს. ყავა არაბულად “სიძლიერეს”, “აქტიურობას” ნიშნავს.
ევროპის კაფეებში დილით კაფენეროს (საშუალო სიძლიერის ყავას) მოგართმევენ, საღამოს – კაფე-ფერტინგს არყით. ასევე პოპულარული სასმელებია: ფიაკერი (ესპერნო ან მოკო რომით ან კონიაკით), მარია-ტერეზინა (მოკო ფორთოხლის ლიქიორით) აირიში (ყავა შაქრითა და ვისკით), ჰოთ-შოტი (ლიქიორითა და ნაღებით) და ა.შ.

 მკურნალი ყავა


ყავის მასტიმულირებელ თვისებებზე  დღეს ბევრს საუბრობენ. ის სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა.  არსებობს სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატი, რომლებიც დამზადებულია კოფეინის დამატებით და ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმის ზოგიერთ ფუნქციას.  დადგენილია, რომ ყავის შემადგენლობაში არსებული აზოტის შემცვლელი ნაერთები, ორგანული მჟავები და B ჯგუფის ვიტამინები ზემოქმედებს ბევრი სასიცოცხლო პროცესის ნორმალირებაზე, თუმცა ისე, როგორ ყველაფერმა, ყავის უზომოდ  მიღებამ შეიძლება, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. 250 მლ-ზე მეტი ყავის დალევას შეუძლია, გამოიწვიოს აღგზნება, უძილობა, კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ტაქიკარდია, გულის არითმია, კუნთების კრუნჩხვა და ასე შემდეგ. სრულიად საკმარისია დღეში  3 - 5 ფინჯანი ნატურალური ყავა დავლიოთ, რომ ყავას შევეჩვიოთ და როგორც იტყვიან კოფემანები გავხდეთ.  კოფეინი კუჭის წვენის გამოყოფის ძლიერი სტიმულატორია, რაც აუცილებელია საჭმლის მონელების ტრაქტის ნორმალური მუშაობისთვის, მაგრამ კუჭის წყლულის დროს კი მავნებელია მასში შემავალი მთრიმალავი ნივთიერებების გამო.
ყავი

ყავა აღქმის უნარს აძლიერებს




ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეში 2 ან 3 ფინჯან ყავაზე მეტს მიირთმევენ, ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის ალბათობა უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ მიირთმევს მას. მეცნიერთა აზრით, საქმე ის არის, რომ კოფეინი ხელს უშლის ქოლესტერინული ნალექის წარმოქმნას. კოფეინი დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. კერძოდ, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. 
დამტკიცებულია, რომ 1-2 ფინჯანი ყავა, ასევე, გვეხმარება უკეთესად მოვახდინოთ კონცენტრაცია სამუშაოზე.
ყველამ, ვისაც გარკვეული მიზნების გამო ღამის გათევა უწევს, კარგად იცის, რომ კოფეინი არაჩვეულებრივი საშუალებაა ძილის ინააღმდეგ. ამას გარდა, ის აძლიერებს და ამაღლებს აღქმის უნარს, აუმჯობესებს მოძრაობით ფუნქციებს. მიუხედავად ამისა, არ შეიძლებაყავის ბოროტად გამოყენება და ძილის წინ მისი დალევა.კოფეინის წყალობით ძლიერდება ამტანობა, ამიტომ, ვარჯიშის დაწყებამდე კარგია მაგარი შავი ყავის დალევა. თუმცა ყავას უარყოფითი მხარეც აქვს. ცნობილია, რომ ძვლების სიმაგრეს კალციუმი განაპირობებს. კოფეინს აქვს იმის უნარი, რომ ეს ნივთიერება ორგანიზმმა აითვისოს და ხდება ნაწლავების მიერ კალციუმის შეწოვა. თუ თქვენი საკვები კალციუმით მდიდარია, თამამად შეგიძლიათ მიირთვათ დღეში 1-2 ფინჯანი ყავა, ხოლო იმ ზიანის კომპენსირება, რაც მოაქვს ერთ ფინჯან ყავას, შეგიძლიათ, საკვებიდან აინაზღაუროთ და მიიღოთ 40 მილიგრამი კალციუმი. ბევრს აინტერესებს კითხვაზე პასუხი, შეიძლება თუ არა, ფეხმძიმე ქალმა დალიოს ყავა. ცნობილია, რომ მისი ხშირი და სისტემატური გამოყენება ფეხმძიმე ქალისთვის შეიძლება ნაყოფის მოშლის ან ნაადრევი მშობიარობის დაწყების მიზეზიც გახდეს. ცნობილია, რომ კოფეინი ადვილად აღწევს პლაცენტაში და, ასევე, შეიძლება, მოხვდეს დედის რძეშიც, სწორედ ამიტომ ურჩევენ ორსულ ქალებს, არ მიირთვან ყავა და დროებით მაინც შეცვალონ ის ჩაით ან ნატურალური წვენებით.

სიმართლე ყავის შესახებ

პლანეტის მოსახლეობის უმეტესობა უბრალოდ შეყვარებულია ამ სასმელზე, უფრო მეტიც უმეტესობას მის გარეშე სიცოცხლეც კი ვერ წარმოუდგენია. თუმცა, ხშირად გაიგონებთ, რომ ყავა მავნებელია, არაფრისთვის არაა სასარგებლოო და ა.შ. რა თქმა უნდა დიდი დოზით არაფერი არ ვარგა, მაგრამ თურმე ყავას ბევრი სასარგებლო თვისებაც ჰქონია… ასე, რომ მეგობრებო, ვისაც ყავა გიყვართ და მაინც ერიდებით, იმიტომ, რომ ჩაგჩიჩინებენ “ყავა მავნეა, მას არავითარი სარგებლობა არ მოაქვს”, გირჩევთ ყურადღებით წაიკითხოთ ეს სტატია და ნახოთ – ის არაა ასაკრძალი სასმელი, პირიქით, მას მედიცინაშიც იყენებენ!!! ასე, რომ.მივყვეთ თავიდან, რა არის ყავა:
ყავა ეს არის მომცრო ტანის მრადმწვანე ხე ან მსხვილი ბუჩქი ენდროსებრთა ჯახიდან,  10 მ-მდე სიმაღლის (კულტურულ პლანტაციებში ზრდიან დაბალ მცენარეებს ნაყოფის მოკრეფის გასაადვილებლად), აქვს გრძელი გაშლილი ან დახრილი ტოტები. მომრგვალებულ-წაგრძელებული, მოკლე ყუნწებიანი, 5-20 სმ სიგრძისა და 1,5-5 სმ სიგანის ფოთლები განლაგებულია ერთმანეთის საპირისპიროდ .მრავალრიცხოვანი, თეთრი, სურნელოვანი ყვავილები შეკრებილია სამ – შვიდ ყვავილად ფოთლების უბეებში

ყავის ხის სამშობლო არის არაბეთი – ეთიოპია საიდანაც იგი ადამიანმა ძველთაგანვე მთელ ეკვა
ტორულ აფრიკაში და არაბეთის ნახევარკუნძულზე გაავრცელა. მოგვიანებით მისი თესლი ევროპელებმა მთელ პლანეტაზე გაავრცელეს. ამჟამად ყავის ხის კულტურა ძალიანაა განვიტარებული ყველა ტროპიკულ კლიმატიან ქვეყანაში. ყავის მსხვილ მწარმოებლებად გვევლინებიან ბრაზილია, კოლუმბია, ტროპიკულო აფრიკის ქვეყნები, ინდონეზია, ინდოეთი.
ყავის ხის სასაქონლო ნაწილი, რისთვისაც მისდევენ მის მოშენებას, არის გარსისგან გაწმენდილი თესლები, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ ყავის მარცვლებს ვუწოდებთ.
ყავაში ფასობს ფიზიოლოგიურად აქტიური კოფეინი, ყავის გემო და არომატი. სასიამოვნო სპეციფიური გემოს და არომატის მისაღებად ყავის მარცვლებს ხალავენ, თანაც ამით კოფეინი არ იშლება. მოხალულ მარცვლებში არის შაქრები (2,8%), ყავის მთრიმლავი მჟავა (4,7%-მდე), აზოტური ნივთიერებები ((13,9-მდე)  კოფეინი (1,24%-მდე), ცხიმი (14,4%-მდე), უმნიშვნელო რაოდენობით მერკაპტანები, ფენოლური შენაერთები, პირიდინი, ძმარმჟავა და სხვა შენაერთები. შაქარი მოხალვისას კარამელდება, წარმოწმნის კარამელინს, რომელიც ყვის ნაყენს მუქ ყავისფრად შეფერავს. ყავას დამახასიათებელ არომატს აძლევს ეგრეთწოდებული კაფეოლი. იგი წარმოიქმნება მარცვლების მოხალვის დროს, ასევე მოხალვის დროს ყავის თესლში მნიშვნელოვანი რაოდენობით წარმოიქმნება PP ვიტამინი – ნიკოტინმჟავა, რომელიც თავისუფალ მდგომარეობაში არსებობს და ადვილად გადადის ყავის ნაყენში.
ყავის ხის სამშობლო არის არაბეთი – ეთიოპია საიდანაც იგი ადამიანმა ძველთაგანვე მთელ ეკვატორულ აფრიკაში და არაბეთის ნახევარკუნძულზე გაავრცელა. მოგვიანებით მისი თესლი ევროპელებმა მთელ პლანეტაზე გაავრცელეს. ამჟამად ყავის ხის კულტურა ძალიანაა განვიტარებული ყველა ტროპიკულ კლიმატიან ქვეყანაში. ყავის მსხვილ მწარმოებლებად გვევლინებიან ბრაზილია, კოლუმბია, ტროპიკულო აფრიკის ქვეყნები, ინდონეზია, ინდოეთი.
ყავის მარცვალი შეიძლება შევინახოთ წლების განმავლობაში და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ღვინის მსგავსად მისი გემოც წლიდან წლამდე უმჯობესდება. ყავა მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში უნდა შევინახოთ, უმჯობესია, მინის ჭურჭელი იყოს. თუმცა, დაფქული ყავა მალე კარგავს არომატს, ამიტომ ჯობია, მოდუღების წინ დავფქვათ ყავა. მაგრამ, ვინაიდან დღეს დაფქულ ყავას ვიძენთ პირდაპირ, მისი შენახვაც მინის კარგად დახურულ ჭურჭელშია მიზანშეწონილი – ასე უფრო დიდხანს ინახავს გემოვან თვისებებს, თუმცა არა მარცვლების მსგავსად წლების განმავლობაში.
ასევე როგორც ვიცით, ნალექიანი ყავის გარდა, გვხვდება ე.წ. უნალექო, ანუ ხსნადი ყავა. მისი გემო და არომატი გამოირჩევა ნალექიანი ყავისაგან, თუმცა აქვს ყავის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური მოქმედება, რადგან მასშიც არ იკარგება კოფეინი



რაზეა დამოკიდებული ყავის გემო?

შეიძლება ითქვას, რომ ცხელ სასმელებს შორის ყავა მეტად გამორჩეული სასმელია. იგი მატონიზირებელია და კოფეინს შეიცავს. ძალიან ბევრი ადამიანი სასმელებში უპირატესობას ყავას ანიჭებს, მაგრამ ყველამ არ იცის მისი სწორედ მომზადება. კარგად მოდუღებული ყავა გურმანებისთვის საუკეთესო სასმელია. ყავის გემო რომ იყოს სრულყოფილი, უნდა ვიცოდეთ რა ფაქტორი ავლენს ზეგავლემას მის გემოზე. სახლის პირობებშიც შეგვიზლია  ძალიან გემრიელი ყავის მომზადება. უმჯობესია შევიძინოთ ყავის მარცვლები და სახში დავფქვათ მსხვილად დაახლოებით 1მლმ. ასეთივე ზომით უნდა დავფქვათ  თუ  სპეციალურ ვაკუუმის  მადუღარით ვადუღებთ ყავას. ფილტრიანი ყავის მადუღარისთვის უფრო წმინდათ დაფქული ყავა გამოიყენება. ამ შემთხვევაში ყავა უფრო დიდხანს იხარშება და უფრო ძლიერია. ყავის გემო დამოკიდებულია მის სიძლიერეზე. ასევე  მის გემოზე დიდ როლს ასრულებს წყლის  სისუფთავე. უმჯობესია ყავის მოდუღება ნადგომი წყლით. წყლის ტემპერატურა  უნდა შეესაბამებოდეს ყავის ინდივიდუალურ გემოს. ყველაზე ძლირი ყავის მომზადება შესაძლებელია 100გრადუსზე. მაგრამ ეს გამოიწვევს არომატის აორთქლებას. თუ ტემპერატურას ცოტათი  დავუწევთ არომატი შეუნარჩუნდება მაგარამ დაკარგავს სიძლიერეს. ყავის ხელმეორეთ გაცხელება დაუშვებელია, ამ დროს ის კარგავს არომატს  და გემოს.

როგორ მოვადუღოთ სწორედ ყავა?


როგორ მოვამზადოთ სწორედ ყავა?  ერთი კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს. ყველა ადამიანს ინდივიდუალური გემოვნება აქვს . მე შემოგთავაზებთ ნალექიანი ყავის მოდუღების რამოდენიმე ხერხს: I  –ჩეხური  რეცეპტით 1 ჩაის კოვზ ნალექინ ყავას ყრიან პირდაპირ ჭიქაში ამატებენ გემოვნებით შაქარს დაასხავენ ადუღებულ წყალს. 2-3 წუთი დამზადაა. II.–1 ჩაის კოვზი ყავა 1ჩაის კოვზი შაქარი ვყრით ჯაზვეში ვასხავთ 1 ყავის ჭიქა დამდგარ წყალს ვამატებთ მარილს ძალიან ცოტას მოვადუღებთ ისე რომ არმივიყვანთ ადუღებამდე. III  – განსაკუთრებული გემო აქვს ქვიშაზე მოდუღებულ ყავას . IV – საჭირო მასალა: 2 ულუფისათვის – 2 ჩ.კ დაფქული ყავა, 200 მლ წყალი, 1 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი, 4 ჩ.კ. შაქარი, 2 ჩ.კ. კონიაკი, 1 მწიკვი დარიჩინი. მომზადება: ყავადანში მოვათავსოთ ყავა, კაკაო, შაქარი, დარიჩინი, ავურიოთ ერთმანეთში, დავასხათ წყალი და მოვადუღოთ. კონიაკი დავუმატოთ ჭიქებში.

ყავის მავმე და სასარგებლო თვისებები

ბევრი ჩვენგანის დილა სწორედ ამ იდუმალი და გემრიელი სასმელით იწყება. საუბარი იმაზე, თუ რამდენად სასარგებლოა ან მავნებელია ყავა, შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, თუმცა არსებობს ფაქტები, რომელთა ცოდნაც ნამდვილად სასარგებლოა ყავის მოყვარულთათვის და არა მარტო მათთვის. ყავა აფხიზლებს ორგანიზმს, ხსნის დაღლილობას და აუმჯობესებს თავის ტვინის მოქმედებას. ეს ყველაფერი მისი მთავარი კომპონენტის _ კოფეინის `დამსახურებაა~, რომელიც ერთგვარი დოპინგია ჩვენი ორგანიზმისთვის და რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სეროტონინის _ სიამოვნების ჰორმონის გამოყოფას. ყავის მიღება რეკომენდებულია დაბალი არტერიული წნევისა და გულის შენელებული ცემის დროს. ცნობილია, რომ ყავა სასარგებლოა ჰიპერტონიკებისთვის _ მისი დუეტი სიგარეტთან კი აორმაგებს ამ დაავადების რისკს. ეს ჯადოსნური სასმელი აღქმის უნარს გვიღვივებს და გვეხმარება ყურადღების მობილიზებაში, თუმცა მისი დიდი რაოდენობით მიღება თავის ტკივილს, დაძაბულობას და ნერვიულობას იწვევს

გახსოვდეთ, რომ ყავის მიღება ალკოჰოლთან, დამამშვიდებელ ან საძილე პრეპარატებთან ერთად არ შეიძლება, დღეში არც 1-2 ჭიქაზე მეტი ყავის მიღებაა რეკომენდებული. ასე რომ, აუცილებლად დაიცავით ნორმა და დატკბით ყავის საუცხოო არომატით.