ყავის მოდუღება



როგორ მოვამზადოთ სწორედ ყავა?  ერთი კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს. ყველა ადამიანს ინდივიდუალური გემოვნება აქვს . მე შემოგთავაზებთ ნალექიანი ყავის მოდუღების რამოდენიმე ხერხს: I  –ჩეხური  რეცეპტით 1 ჩაის კოვზ ნალექინ ყავას ყრიან პირდაპირ ჭიქაში ამატებენ გემოვნებით შაქარს დაასხავენ ადუღებულ წყალს. 2-3 წუთი დამზადაა. II.–1 ჩაის კოვზი ყავა 1ჩაის კოვზი შაქარი ვყრით ჯაზვეში ვასხავთ 1 ყავის ჭიქა დამდგარ წყალს ვამატებთ მარილს ძალიან ცოტას მოვადუღებთ ისე რომ არმივიყვანთ ადუღებამდე. III  – განსაკუთრებული გემო აქვს ქვიშაზე მოდუღებულ ყავას . IV – საჭირო მასალა: 2 ულუფისათვის – 2 ჩ.კ დაფქული ყავა, 200 მლ წყალი, 1 ჩ.კ. კაკაოს ფხვნილი, 4 ჩ.კ. შაქარი, 2 ჩ.კ. კონიაკი, 1 მწიკვი დარიჩინი. მომზადება: ყავადანში მოვათავსოთ ყავა, კაკაო, შაქარი, დარიჩინი, ავურიოთ ერთმანეთში, დავასხათ წყალი და მოვადუღოთ. კონიაკი დავუმატოთ ჭიქებში

No comments:

Post a Comment